ისტორიულ სამარყანდში, UNESCO-ს 43-ე სესიაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დღეს სამარყანდში ჩასულ იუნესკოს 194 წევრი ქვეყნის 3 ათასზე მეტ დელეგატს შესაძლებლობა ექნება, ქართულ ფოლკლორს გაეცნოს. დღის მეორე ნახევარში გაიმართება ანსამბლ "ბასიანის" კონცერტი.
მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთში უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები იუნესკოს გენერალურ მდივანთან, ასევე აზერბაიჯანელ და უნგრელ კოლეგებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა იუნესკოს კონფერენციის მეორე სამუშაო დღე და პოლიტიკური დებატები, სადაც პირველი დიპლომატი სიტყვით გამოვიდა. სამარყანდში იუნესკოს კონფერენცია მესამე დღეა მიმდინარეობს.
"ერთის მხრივ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამართა შეხვედრა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან, რომელსაც წარმატებები უსურვა. როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი აზული ასრულებს საქმიანობას 1 იანვარს. ამასთანავე, გამოიხატა სურვილი, რომ საქართველომ გააგრძელოს ის მრავალწლიანი აქტიური თანამშრომლობა იუნესკოსთან, რომელიც მოიცავს ქართული კულტურული ძეგლების შენარჩუნებას, მოვლას. იუნესკოს ჩართულობას საქართველოს კულტურის შენარჩუნების საქმეში. ქართული კულტურის წარმოსაჩენად გაიმართა ქართული საღამო, სადაც მრავალი სტუმარი მოვიდა. მათ შორის, რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, რომლებსაც შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ქართული პროდუქცია. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გაიმართა ქართული კონცერტი. მინისტრმა ასევე განახორციელა ორმხრივი შეხვედრები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია , ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყნებთან, სადაც განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ზოგადად, პირველი კონფერენცია, რომელიც ჩატარდა საფრანგეთის გარეთ, შეგვიძლია შევაფასოთ ძალზედ წარმატებულად, რადგანაც მოვახერხეთ საქართველოს კულტურის წარმოჩენა და ასევე, ორმხრივი შეხვედრების გამართვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის,“ - აცხადებს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, ირაკლი ყურაშვილი.
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15
2026-04-14