აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები თითქოსდა ვენესუელის სამხედრო ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება, სიცრუეა. აღნიშნულის შესახებ რუბიო პლატფორმა X-ზე წერს.
ამერიკულმა გამოცემა Miami Herald-მა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში სამხედრო ობიექტებზე შეტევის გადაწყვეტილება მიიღო და დარტყმები შეიძლება ნებისმიერ მომენტში განხორციელდეს.
„თქვენი „წყაროები“, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „სიტუაციას იცნობენ“, გატყუებენ და გაიძულეს ტყუილზე აგებული სტატია დაგეწერათ“, - აცხადებს რუბიო.
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24
2026-08-22