img1


23-26 ოქტომბერს, ჰელსინკის საგამოფენო ცენტრში ალკოჰოლური სასმელებისა და საკვები პროდუქციის უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა ბაზრობა გაიმართა

23-26 ოქტომბერს, ჰელსინკის საგამოფენო ცენტრში ალკოჰოლური სასმელებისა და საკვები პროდუქციის უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა ბაზრობა გაიმართა. 

ფინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღონისძიებაში ხუთმა ქართულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ პირველად მიიღო მონაწილეობა. 

ქართულ კუთხეში სტუმრებს ღვინის და ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. 

საელჩოს მხარდაჭერით ფინელ მსხვილ იმპორტიორებსა და ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფინეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა.