img1


მას შემდეგ, რაც ღია წერილი გამოვაქვეყნე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოზე და ზოგადად, მამაკაცების უფლებებთან დაკავშირებულ არათანაბარ მიდგომებზე ვისაუბრე, მივიღე უამრავი პირადი შეტყობინება - მარიამ საბიაშვილი

მოკლედ… (რაღა მოკლედ, მაგრამ თუ არ დაიზარებთ, წაიკითხეთ).

 

მას შემდეგ, რაც ღია წერილი გამოვაქვეყნე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოზე და ზოგადად, მამაკაცების უფლებებთან დაკავშირებულ არათანაბარ მიდგომებზე ვისაუბრე, მივიღე უამრავი პირადი შეტყობინება.

 

კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სააგენტოს მრავალ საქმეში სერიოზული პრობლემები აქვს.

 

მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში, დისციპლინარული გადაცდომა დაუდგინდა დაახლოებით 15 თანამშრომელსო. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს.. მხოლოდ ერთ საქმეში ამდენი თანამშრომლის გადაცდომის ფაქტი 

(თავად მხარემ მომაწოდა ინფორმაცია, პირადად არ გადამიმოწმებია, თუმცა აუცილებლად გადავამოწმებ).

 

ეს ფაქტები კიდევ უფრო უსვამს ხაზს საკითხის სერიოზულობას. 

 

წარმოიდგინეთ, საქართველოს მასშტაბით, საკმაოდ ბევრი ოჯახური დავაა, და სააგენტო, რომელიც აფასებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და სასამართლო მას ენდობა, რეალურად ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვალიფიციურ და სრულყოფილ კვლევას. 

 

შედეგად რამდენი ბავშვის ბედი გადაწყდება (გადაწყდა) არასწორად და რამდენი ბავშვის ფსიქიკა დაზიანდება (დაზიანდა), უბრალოდ წარმოიდგინეთ.

 

ამიტომ არის აუცილებელი, საკითხს სასწრაფო ყურადღება მიექცეს და შესაბამისი ზომები გატარდეს.. 

 

ზოგადად, რა უნდა შეიცვალოს გეტყვით:

 

პირველ რიგში, აუცილებელია გადაიხედოს სააგენტოს საქმიანობის სფერო და მკაფიოდ განისაზღვროს, რაზეა ის პასუხისმგებელი, ვფიქრობ, უნდა გაფართოვდეს კიდეც მისი მოქმედების არეალი. 

 

აუცილებელია შეიცვალოს შიდა საკანონმდებლო აქტები, რომლებიც მეტ კონკრეტიზაციას საჭიროებს, ხოლო გაუქმდეს ის ნორმები, რომლებიც სააღსრულებო პროცედურებს აჭიანურებს და ზოგადად, სისტემის ეფექტიან მუშაობას ზღუდავს. 

შესაცვლელი ნორმების ჩამონათვალი მრავალია და ამ ეტაპზე, ყველას არ შევეხები ( ცალკე მაქვს ეს ყველაფერი გაწერილი). 

 

ოჯახური დავის დაწყებისთანავე, საქმეში უნდა ერთვებოდეს მულტიფუნქციური გუნდი, რომელიც უნდა შედგებდეს: სოციალური მუშაკის, იურისტის, ფსიქოლოგების (მინიმუმ ორი) და ბავშვთა განვითარების სხვა სპეციალისტისაგან (შეიძლება საჭიროებისამებრ დაემატოს მოწვეული სპეციალისტები). 

ანუ, ახლა რომ ერთი სოც მუშაკი მიდის და აკვირდება/აფასებს, ასე არა. ეს არ არის და ვერც იქნება სრულყოფილი კვლევა. ხოლო მერე რომ რთავენ ფსიქოლოგს ან საქმე თუ გართულდა-მულტიფუნქციურ გუნდს, ეს მხოლოდ აჭიანურებს საქმეს.. მოქმედება არადროულია.. თავიდანვე უნდა იყოს ჩარული ყველა სპეციალისტი.. 

 

სასამართლოში წარმოდგენილი დასკვნა, პირველივე დღიდან სწორედ ზემოაღნიშნული მულტიფუნქციური გუნდის მიერ შედგენილი უნდა იყოს და არა როგორც ახლაა- მხოლოდ ერთი სოც მუშაკის ან/და მაქს ერთი ფსიქოლოგის (დღესდღეობით, ფსიქოლოგიც შეიძლება ჩაერთოს, შეიძლება არა.. გააჩნია რას გადაწყვეტს იურისტი. გვიწევს ამაზე ჭიდაობა სასამართლოში). ამასთან, ფსიქოლოგების ჩართულობა, საჭიროა პირველივე დღიდან და თან აუცილბლად.. ვიღაც არ უნდა წყვეტდეს ამას, არამედ აუცილებლად უნდა ერთვებოდეს. 

 

 დასკვნა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საცხოვრებელი გარემო პირობების აღწერით და მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით. აუცილებელია, კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება, თუმცა კვლევა უნდა ჩატარდეს სრულფასოვნად, სრულად იმ სპეციალისტების დაკვირვებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.. საჭიროებისას, 24 საათიანი დაკვირვებით.. 

 

ამასთან, ფსიქოლოგიური შეფასება, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, ბავშვების ფსიქო-ემოციური მიჯაჭვულობის ხარისხზე მშობლებთან მიმართებაში და საუბრობდეს ამ მიჯაჭვულობის დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელ რისკებზე.. აუცილებელია, ფსიქლოლიგის კვლევა საუბრობდეს ფსიქო-ემოციური ზეგავლენის ნაწილზეც. ანუ, ვლინდება თუ არა რომელიმე მშობლის მხრიდან მსგავსი ზეგავლენა, თუ კი, მისი ხარისხი, შედეგები და აშ.. 

 

ზოგადად, დასკვნა აუცილებლად უნდა შეიცავდეს გარკვეული რისკების შეფასებებს და ანალიზს.. ეს აუცილებელზე აუცილებელია !!! 

 

ასეთი დასკვნა საჭიროა იმიტომ, რომ მისი სანდოობის ხარისხი იყოს მაღალი.

 

ახლა რომ არსებული ტრაფარეტული დასკვნები ნახოთ, რა რისკები ხალხო, საერთოდ არაფრის მომცემია.. 

 

 სააგენტოს უნდა გააჩნდეს მორიგე მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოახდენს რეაგირებას. ეს აუცილებელია, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ღამით ბავშვის ინტერესების დაცვა გახდა საჭირო, მაგრამ სააგენტო არ მუშაობდა.. ამ დროს ბავშვის ინტერესს უნდა ვთხოვოთ, რომ დაიცადოს გათენებამდე.. მტრისას თუ შაბათ-კვირა დაემთხვა.. ამ დროსაც დაცდა მოუწევს.. 

 

არ შეიძლება სააგენტოს მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების შაბათ-კვირას ვერ აღსრულება იმ მიზეზით, რომ “არ მუშაობენ”, ესეც მიუღებელია. ამასთან, სააღსრულებო პროცესშიც აქტიურად ჩართული უნდა იყოს ფსიქოლოგიც.

 

რაც შეეხება კვალიფიკაციას, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.

აუცილებელია, სააგენტოში დასაქმებული პირები იყვნენ მცოდნე, პასუხისმგებლიანი და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული კადრები. აქ ადგილი „თამაშს“ ვერ ექნება, რადგან ბავშვების ბედი წყდება, და ნებისმიერი შეცდომა ან გულგრილობა, მათ ცხოვრებაზე აისახება.. 

 

 პერიოდულად უნდა ეწყობოდეს მრგვალი მაგიდის ფარგლებში შეხვედრები და საკითხების განხილვა, სადაც საკითხზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურები და ექსპერტები, გამართავენ დისკუსიას და მოსაზრებებს გაცვლიან. 

 

სააგენტომ აუცილებლად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე და არ უნდა დაელოდოს მხოლოდ სასამართლოს განჩინებებსა თუ გადაწყვეტილებებს. მისი მოვალეობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იმოქმედოს დროულად, პრაქტიკულად, მოქნილად, ბავშვების კეთილდღეობისთვის.

 

 კიდევ უამრავი ფაქტორია, რომელთა ჩამოთვლაც ახლა შეუძლებელია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, სააგენტოს ფაქტობრივად თავიდან შექმნა/გარდაქმნა, ახალი ხედვით, სტრუქტურითა და მიდგომებით.

 

ამის მისაღწევად, საჭიროა უწყებათაშორისი განხილვების ჩატარება პრაქტიკოსების ჩართულობით, რათა გადაწყვეტილებებს, წინ უსწრებდეს რეალური პროფესიული ანალიზი და გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომა 

 

..:და ბოლოს… არ ვარ მეოცნებე, რეალისტი ვარ და დავდგებით ამ რელობის წინაშე ოდესღაც.. გპირდებით  

- წერს ადვიკატი მარიამ საბიაშვილი