მისასალმებელია, რომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრები იმყოფებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში და შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მართალია დაგვიანებით, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება და აღიარა დემოკრატია.
„დღეს პარლამენტის წევრები, პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრები იმყოფებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტს მრავალჯერ აქვს გავლილი. 2016 წელს იყო მცდელობა, არჩევნების შედეგების არაღიარებისა, თუმცა ბოლოს, მოუწია ყველას არჩევნების, ხალხის ნების აღიარება და პარლამენტში საქმიანობის შესრულება. 2020 წელს ვნახეთ მცდელობა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები. ერთი წელი დასჭირდა ზოგიერთს, ზოგს ნახევარი წელი, რათა გაეაზრებინა, რომ ხალხის ნებას ვერ გაექცეოდა და ბოლოს შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. 2024 წელსაც ჩვენ ვიხილეთ იგივე მცდელობა, რეალობისთვის და ხალხის ნებისთვის თვალის არიდებისა.
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15