საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
ამასთან, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ირაკლი ღარიბაშვილს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებების შესრულება: საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.
გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
იქამდე, პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25
2026-05-25