ანაკლიაში სამუშაოებს საქართველოს სახელმწიფოს კონტრაქტორი - საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიაა.
ანაკლიაში, სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს ბეტონის ქარხანა, ასევე რეციკლირების დანადგარი. უშუალოდ ბეტონის საწარმოს წარმადობა კვირაში 3 კუბური მეტრი მოცულობის 240 ერთეული, დღეში კი 40 ერთეული ბეტონის „იქს ბლოკია". ისინი საწყობდება სპეციალურ სივრცეში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერია წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარი.
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25
2026-05-25