img1


უნგრეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „ევროკავშირის ბიუჯეტი, რომელიც ებრძვის რუსეთს უკრაინის მიწაზე და სურს რუსეთის დამარცხება უკრაინაში

ევროკავშირმა გამოაქვეყნა თავისი შვიდწლიანი ბიუჯეტის წინადადება. ეს არის ვრცელი დოკუმენტი და თუ ვინმე ყურადღებით შეისწავლის, დაინახავს, რომ ეს არის სამხედრო ბიუჯეტი. მასში ყველაფერი სტრუქტურირებულია ომის ლოგიკის მიხედვით. 

თანხების 20 პროცენტი უკრაინაში წავა და რაც დარჩება, არ დაიხარჯება განვითარებაზე, სოფლის მეურნეობაზე ან ფერმერებზე, არამედ ისნი გათვლილია ომისთვის მომზადებაზე“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

 

უნგრეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „ევროკავშირის ბიუჯეტი, რომელიც ებრძვის რუსეთს უკრაინის მიწაზე და სურს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, იმ იმედით, რომ სამხედრო წარუმატებლობა ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“.

 

ორბანმა ნათლად განაცხადა, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება თანხების ამ გამოყოფას და ელის კორექტირებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში