img1


მასკმა უკრაინას Starlink-ის სატელიტური სერვისი მაშინ გაუთიშა, როცა ის რუსეთისგან ტერიტორიას იბრუნებდა - წერს Reuters

ილონ მასკის მიერ გაცემული აქამდე უცნობი ბრძანება, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე კიევის კონტრშეტევას ჩაშლიდა Reuters-მა გამოიძია და მილიარდერის გავლენის შესახებ იმ ქვეყნებზე, რომლებიც სულ უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი მის Starlink ინტერნეტ სერვისზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

 

სტატიაში წერია, რომ მასკმა Starlink-ის კალიფორნიის ოფისში SpaceX-ის, უფროს ინჟინერს დაავალა შეეწყვიტა დაფარვა ხერსონის ტერიტორიასა და შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიულ რეგიონში. “ეს უნდა გავაკეთოთ“ - განუცხადა Starlink-ის ინჟინერმა მაიკლ ნიკოლსმა კოლეგებს ბრძანების მიღებისთანავე - ყვება კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ამ დროს ოფისში იმყოფებოდა. Reuters-ს კომპანიის სამი თანამშრომელი უდასტურებს, რომ მათ მასკის დავალება შეასრულეს - გამორთეს Starlink-ის მინიმუმ ასი ტერმინალი, რომელთა “ექვსკუთხედის ფორმის უჯრედები კომპანიის შიდა რუკაზე ჩაბნელდა“

 

Reuters ასევე ესაუბრა უკრაინელ სამხედრო ჩინოვნიკს, შეიარაღებული ძალების მრჩევლსა და კიდევ ორ ადამიანს, რომლებმაც Starlink-ის გათიშვა ფრონტის ხაზთან საკუთარ თავზე გამოსცადეს. უკრაინელი ჯარისკაცები მოულოდნელად კომუნიკაციის გარეშე აღმოჩნდნენ. ჯარისკაცები პანიკაში ჩავარდნენ, რუსული ძალების მეთვალყურე დრონები ჩაქრა და Starlink-ზე დამოკიდებული შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის ქვედანაყოფები სამიზნეებზე თავდასხმას ვეღარ ახერხებდნენ. შედეგად, ჯარებმა ვერ შეძლეს რუსული პოზიციის ალყაში მოქცევა ხერსონის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბერისლავში

 

საბოლოოდ, უკრაინამ დაიბრუნა ბერისლავი, ხერსონი და რუსეთის მიერ ოკუპირებული დამატებითი ტერიტორიები. თუმცა, მასკის ბრძანება, არის პირველი გახმაურებული შემთხვევა, როდესაც მილიარდერმა კონფლიქტის დროს განზრახ გათიშა Starlink-ის დაფარვა ბრძოლის ველზე. გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო Starlink-ის ზოგიერთი თანამშრომელი და ეფექტურად შეცვალა საბრძოლო მოქმედებების ფრონტის ხაზი, რამაც მასკს საშუალება მისცა, “ომის შედეგები საკუთარ ხელში ჩაეგდო“ - ამბობს SpaceX-ის თანამშრომელი

 

მასკმა და SpaceX-ის უფროს ინჟინერმა Reuters-ის კომენტარის თხოვნა უპასუხოდ დატოვეს