img1


ფაქტია, ქართულმა სახელმწიფომ 3000 წელი ისე იარსება, თავი არავისთვის დაუხრია - ნინო წილოსანი

როგორი მერკანტილური და უღირსია ვიზალიბერალიზაციით ვაჭრობა - ამაზე აღარაფერს ვიტყვი.. თუ როგორი უსამართლო და უკანონოა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი, როცა არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ და გამჭვირვალობის კანონის გამო გვემუქრებიან - ამაზეც არ შევჩერდები. უბრალოდ იმას შევახსენებ ყველას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე, 2012–2017 წლებში, 4 არჩევნები დამაჯერებლად მოიგო:

 

2012 – საპარლამენტო

2013 – საპრეზიდენტო

2014 – თვითმმართველობის

2016 – საპარლამენტო (მეორედ)

 

ფაქტია, ქართულმა სახელმწიფომ 3000 წელი ისე იარსება, თავი არავისთვის დაუხრია… 

დასკვნები თქვენთვის მომინდია. ერთად ვიხილავთ, როგორ შეინარჩუნებს ევროპა სამართლიანობის და დემოკრატიულობის ფლაგმანის სახელს.