img1


რუსი ტანკი რომ შემოვიდა, ეს ქალოიები, წითელი ხიდით გარბოდნენ! დღეს, ფულის დასახარჯად შემოსულ რუს ტურისტს ქუჩაში სცემენ! - დიტო სამხარაძე

რუსი ტანკი რომ შემოვიდა, ეს ქალოიები, წითელი ხიდით გარბოდნენ! დღეს, ფულის დასახარჯად შემოსულ რუს ტურისტს ქუჩაში სცემენ! შეგნებულად მოწყობილი პროვოკაცია! ამათი მიზანი ხომ მეორე ფრონტის გახსნაა და ყველანაირი ხერხით ეცდებიან! კარგად აქვთ რუსეთის კონსტიტუცია წაკითხული, რომ თუ რუსეთის რომელიმე მოქალაქეს სხვა ქვეყანაში საფრთხე ემუქრება, მათი ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას მისი მოქალაქე და გამოიყენოს ნებისმიერი შესაძლებლობა, მათ შორის სამხედრო ინტერვენცია! რუსეთთან ომი თუ გინდათ, წაეთრიეთ უკრაინაში და იქ ეომეთ თქვე მშიშარა ფარჩაკებო, აქ ხალხს მშვიდობა გვინდა, ქვეყნის გაძლიერება და მოქალაქეების გამდიდრება! ის რუსები რომ უკრაინელები ან სხვა აღმოჩდნენ, წაკუზული ხომ დაუწყებთ ბოდიშებს? მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ ძალიან არ განასხვავოთ რუსი, უკრაინელში, ბელორუსში ან სხვაში! ყველა მიმართულებით რომ გინდათ ქვეყანას ავნოთ! რუს ტურისტს რომ სცემ, გგონიათ ესტონელი ტურისტი მომრავლდება? არა, სახელს უტეხავთ ქვეყანას

 

გუშინ, საკუთარი ოჯახის წევრებიც ვერ გამოიყვანეს მავნებლურ შეყრაზე და გამწარებული პავლიკა ჰერჩინსკის გულის გასახარად, ქუჩებში ტურისტებს დაერივნენ. ამათი მმართველობის დროს და რუსეთ-საქართველოს ომიდან რამოდენიმე კვირაში, სააკაშვილი ხვანჭკარათი ხვდებოდა რუს ტურისტებს, წერილს-წერილზე აგზავნიდა კრემლში კულტურული ღონისძიებების აღსადგენად! ასე როგორ გადაჯიშდით, გადამთიელის გასახარად, საკუთარი ქვეყნის დანგრევა რომ გსურთ! არ ხართ თქვენ ქართველები და არასოდეს ყოფილხართ

წერს დიტო სამხარაძე