img1


ლია შაქარიშვილი - ჩვენ ვირჩევთ სიმშვიდეს, ფაქტებს და ღირებულებებს — და ამ გზაზე მყარად ვდგავართ

ბოლო დროს გაჟღერებული მოსაზრებები, თითქოს ევროკავშირმა შეიძლება საქართველოზე უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს, საზოგადოებაში შფოთვას იწვევს. 

 

აუცილებელია ვიფიქროთ არა შიშზე, არამედ ფაქტებზე და დავეყრდნოთ სამართლებრივ საფუძველს.

 

თანმიმდევრულად მივყვეთ!

 

ევროკავშირს მართლაც აქვს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომელიც უვიზო მიმოსვლის დროებით ან გრძელვადიან შეჩერებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ:

 

1. იზრდება უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნები;

2. მოქალაქეები მასობრივად არ ბრუნდებიან უკან უვიზო მოგზაურობის შემდეგ;

3. ქვეყანა არ თანამშრომლობს უკან გაძევების პროცესში;

4. ფიქსირდება დოკუმენტური ან ბიომეტრიული უსაფრთხოების პრობლემა;

5. ან არსებობს სერიოზული საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე.

 

      ახლა, ლოგიკური კითხვა:

 

     აბა, ამ კრიტერიუმებიდან რომელს არ აკმაყოფილებს საქართველო?

 

     თავშესაფრის მაჩვენებლები შემცირებულია;

    საქართველო სრულად თანამშრომლობს უკან გაძევებულ მოქალაქეთა მიღებაში;

     დოკუმენტაცია და უსაფრთხოების სისტემა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება; 

     ევროკომისიის არც ერთ ბოლო ანგარიშში არ ჩანს კრიტიკული შენიშვნა, რომელიც შეჩერების საფუძველს ქმნის.

 

     რამდენია შეჩერების ვადა და როგორია მექანიზმი?

 

 თუნდაც დარღვევა არსებობდეს, უვიზო რეჟიმის შეჩერება დროებითია — თავდაპირველად 6 თვით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 18 თვემდე.

      გრძელვადიანი შეჩერებისთვის საჭიროა:

 

      ევროკომისიის ოფიციალური დასაბუთება;

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა;

    ზოგჯერ — ევროპარლამენტთან კონსულტაციაც.

 

    ამ მექანიზმს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გამოიყენებს, როგორც სწრაფ ან პოლიტიკურად მოტივირებულ იარაღს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

   ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლიანი ნაწილი დღეს ამტკიცებს, რომ ევროპული ღირებულებების ბუნებრივი ნაწილი ვართ.

 

   გვჯერა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელ სტრუქტურებს ეყოფათ გონიერება და ობიექტურობა და მათ გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ზეწოლა, არამედ ევროპული დემოკრატიული კულტურა, რომელიც მათი ავტორიტეტის საყრდენია.

 

 ჩვენ ვირჩევთ სიმშვიდეს, ფაქტებს და ღირებულებებს — და ამ გზაზე მყარად ვდგავართ.

- წერს ლია შაქარიშვილი