თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და მსგავს საკითხებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო - შანტაჟის უკიდურესად ამორალური ფორმა, რომელსაც აღარც კი მალავენ!..
შანტაჟის ობიექტი - ქართველი ხალხი!!! აქამდე მხოლოდ პოლიტიკოსებს გვემუქრებოდნენ და გვასანქცირებდნენ…
შანტაჟის ავტორი: არც მეტი, არც ნაკლები - ევროკავშირის ელჩი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გააკეთა განცხადება, თუ ვიზის გარეშე აღარ შეგიშვებთ ევროპაში, ამაზე პასუხისმგებლობა თქვენს ხელისუფლებას ეკისრებაო!
ჩვენ თუ დაჩაგვრა მოგინდომეთ და უსამართლოდ მოგექეცით, თქვენი ბრალი იქნებაო - ოცდამეერთე საუკუნის პირველი მეოთხედის “დემოკრატიული მიგნებების კულმინაცია”.
თუმცა, საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას - ეს არის ჩვენი სამშობლოს სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მთავარი საიდუმლო, რომლის გააზრება ძალიან უჭირთ!..
- წერს მამუკა მდინარაძე
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15