img1


ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ევროპელი კორუმპირებული ბიუროკრატები მხოლოდ კი არ გვაშანტაჟებენ, არამედ მთელ ერს დაგვცინიან - დიმიტრი სამხარაძე

ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ევროპელი კორუმპირებული ბიუროკრატები მხოლოდ კი არ გვაშანტაჟებენ, არამედ მთელ ერს დაგვცინიან! ჰომოსექსუალები მათთვის უფრო პრიორიტეტია, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი წარსული, იდენტობა და მომავალიც! პრინციპში მაშინაც ეგრე იყო, როდესაც მეორე ფრონტის გახსნას გვაიძულებდნენ, სულ არ ენაღვლებოდათ დახოცილი ქართველები, ოღონდ თავისი ინტერესები გაეტარებინათ და რომ არა ერისკაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, საქართველო დღეს აღარ იარსებებდა! გარყვნილება ან ვიზა ომი ან ვიზა მონობა ან ვიზა მთელ ერს შეურაცხყოფას გვაყენებენ და ამ ვაჭრობაზე დათანხმება, ჩვენი ერისთვის მიუღებელია

 

ხვალ რომ ომი დავიწყოთ, უვიზოს აღარავინ შეაჩერებს, ეგეც ყველამ ვიცით და რა გამოდის? ქვეყანა დავანგრიოთ, წავბილწოთ, გავრყვნათ და სანაცვლოდ უვიზოდ ვიბოდიალოთ ევროპაში? ჩვენი დავანგრიოთ და სხვისი გავაძლიეროთ? პირადად მე, უვიზო კი არა და ევროპაც არ მინდა, როცა სანაცვლოდ ჩემი ქვეყნის, ხალხის, რელიგიის განადგურებას გვთავაზობენ

 

P.S. ომი თუ დაიწყო, დევნილებადაც არ მიგვიღებენ და მერე ვიბლატაოთ უვიზო, უვიზოთი

- წერს დიმიტრი სამხარაძე