img1


„კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ “ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა! - ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას პასუხობს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

 

„კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ “ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა! მისი განცხადებები უპატივცემულობაა საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების და მათი არჩევანის”.