img1


მამუკა მდინარაძე - ოპოზიციურ მედიას: "პასუხს ვერ მცემთ, სად მეძებდით და ვერ მიპოვეთ, იმიტომ, რომ ეს ტყუილი და სპეკულაცია იყო

მამუკა მდინარაძე - ოპოზიციურ მედიას: 

"პასუხს ვერ მცემთ, სად მეძებდით და ვერ მიპოვეთ, იმიტომ, რომ ეს ტყუილი და სპეკულაცია იყო. ან პარლამენტში ვარ, ან პარტიაში, ან ღამით - სახლში, მაქსიმუმ, 6-7 საათის განმავლობაში. წინასაარჩევნო პერიოდში, 2020, 2017, 2016, 2024 წლების არჩევნებში, როცა მე შტაბურ სამუშაოზე ვიყავი გასული, ყოველთვის ასე ხდება. ეს თქვენთვისაც ცნობილი ამბავია.

 

წინასაარჩევნო სამუშაო განრიგის შესახებ ყველასთვის ცნობილია, თუმცა, ოპონენტებმა მაინც დააპირეს სპეკულაციური ინფორმაციის გავრცელება.

 

"ერთი კვირა მამუკა მდინარაძე არ გამოჩნდა" - ამაზე დააპირეთ რაღაც ბინძური პიარის აგება. სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, ვერ მეუბნებით.

 

ლევან ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე, „TV პირველი“ და ა.შ., როგორც ჩანს, ვიღაცების შეკვეთით, სადღაც აზღვევენ რაღაც კორუფციულ ჩანართებს. ჩვენი გაცხადებული მიზანია და, რაც უნდა დაგვაბრალონ, ამაზე ვერაფერი გვათქმევინებს უარს. ირაკლი კობახიძემ როგორც თქვა ეს, მას შემდეგ ამაზე ვართ გადაწყობილები, რომ კიდევ უფრო მძლავრად ვებრძოლოთ კორუფციას და, წარმოიდგინეთ, რამდენად ამბიციური მიზანია და რამდენად დიდი შრომა სჭირდება ამას. რა თქმა უნდა, დარტყმები იქნება. გაცხადებული მიზანია, რომ მსოფლიო სამეულში უნდა მოვხვდეთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. 

 

როდესაც ამ საკითხს ასე დააყენებ და მერე კიდევ უფრო მეტად არის შენზე შეტევები, იქ ყველაფერი გასაგებია".