img1


დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი აგვისტოდან 35%-იან ტარიფს დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი აგვისტოდან 35%-იან ტარიფს დააწესებს.

 

დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის გაუგზავნა.

 

წერილში აღნიშნულია, რომ ახალი ტარიფები პირველი აგვისტოდან ამოქმედდება და გაიზრდება, თუ კანადა საპასუხო ზომებს მიმართავს

 

ამავდროულად, NBC News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სხვა სავაჭრო პარტნიორებისთვის საბაზისო ტარიფებიც გაიზრდება. ამჟამად საბაზისო ტარიფები 10%-ია.

 

„ყველა დანარჩენი ქვეყანაც გადაიხდის, იქნება ეს 20 თუ 15%. ამას ახლა გავარჩევთ“, – განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.

 

ცნობისთვის, კანადას და აშშ-ს სავაჭრო მოლაპარაკებების ვადა 21 ივლისამდე აქვთ შეთანხმების მისაღწევად.