img1


მარიამ ლაშხი: ოპოზიცია დღესაც ქუჩაში აგრძელებს პოლიტიკას, რაც არცერთ დემოკრატიაში არ არის

აუცილებელია ოპონენტის ყოლა, როდესაც ეს არის ჯანსაღი ოპონირება და როდესაც ეს არის შინაარსობრივი განხილვა. ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ ოპოზიციაში ვერ ვხედავთ შინაარსზე დაფუძნებულ განხილვას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია სიჯანსაღისაგან სრულიად დაცლილია.

 

„ოპოზიცია დღესაც ქუჩაში აგრძელებს პოლიტიკას, რაც არცერთ დემოკრატიაში არ არის. შესაბამისად ისინი, მიიღებენ თუ არ მიიღებენ მუნიციპალურ დონეზე არჩევნებში მონაწილეობას ეს მათი არჩევანი და პასუხისმგებლობაა. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრინციპი არის ის, რომ სწორად, ეფექტიანად მივაწოდოთ ჩვენს მოსახლების ის დაკვეთა, რასაც ჩვენ ყოველ არჩევნებში ვიღებთ“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.