პოლონელი ნაციონალისტები გერმანიასთან სასაზღვრო გადასასვლელებზე გამოჩნდნენ, რათა გერმანიის ხელისუფლებისთვის ხელი შეეშალათ გერმანიიდან მიგრანტების ნაკადის პოლონეთში გადასროლისთვის
გერმანია თვეში რამდენიმე ათას მიგრანტს მათი მშობლიურ ქვეყნების ნაცვლად სხვა ევროპულ ქვეყნებში, პოლონეთში, სერბეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში აგზავნის ევროკავშირის ახალი წესების თანახმად, რომლის მიხედვითაც წევრმა სახელმწიფოებმა ამ მიგრანტების განთავსების თანაბარი ტვირთი უნდა აიღონ.
ამ პროცესს ასევე ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ევროკავშირთან ასოცირებული ორგანიზაციები — მათ შორის ევროპის საბჭო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო – აქტიურად უშლიან ხელს ნებისმიერ დეპორტაციას. ეს ხდება მაშინაც კი, როცა საქმე ეხება ისეთ შეთანხმებებს, როგორიცაა იტალია-ალბანეთის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მიგრანტები ევროკავშირის გარეთ, ალბანეთის ტერიტორიაზე მდებარე თანამედროვე და უსაფრთხო ობიექტებში უნდა გადაეგზავნათ.
პოლონელი ნაციონალისტების ამ მობილიზაციის შემდეგ, ლიბერალმა პროევროპულმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, დათმობებზე წავიდა
და გერმანიასთან და ლიეტუვასთან სასაზღვრო კონტროლი აღადგინა, რათა შეეჩერებინა მიგრანტების ნაკადი, რომლებიც სწრაფად აქცევენ პოლონეთის ქალაქებს საშიშ საცხოვრებელ ადგილებად, ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში.
თუმცა ამასთან ერთად დონალდ ტუსკი, პოლონელ ნაციონალისტებს დაპატიმრებით ემუქრება, თუ ისინი გერმანიასთან სასაზღვრო პუნქტებს არ დატოვებენ, რადგან ისინი „ეკონომიკურ ზარალს იწვევენ პოლონეთის მოქალაქეებისთვის გერმანიაში გადასვლის ხელშეშლით“.
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15