სამველ კარაპეტიანის დაკავებით ნიკოლ პაშინიანს ორი მიზეზი აქვს. პირველი, ის ცდილობს პოლიტიკური ოპოზიციის ველის გაწმენდას სომხეთში 2026 წლის ივნისში გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ. პაშინიანი სამველ კარაპეტიანს მიიჩნევს ფიგურად, რომელსაც შეუძლია ოპოზიციის გაერთიანება და მომავალ არჩევნებში გამარჯვება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პაშინიანმა კარაპეტიანის დაკავება და შესაბამისი უკანონო ბრძანება მისცა პოლიციას.
კარაპეტიანი ამჟამად მკაცრ პირობებში იმყოფება: მისი კომუნიკაცია გარე სამყაროსთან და სხვა ოპოზიციურ ფიგურებთან შეზღუდულია. მას მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ვიწრო წრესთან შეუძლია დაკავშირება. ასევე აღნიშნულია, რომ სომხურმა საზოგადოებამ სამველ კარაპეტიანი შეიძლება აღიქვას, როგორც ბიძინა ივანიშვილის ანალოგი საქართველოში - ადამიანს, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ამბიციები, მაგრამ შეშფოთებულია თავისი ქვეყნის ბედით. სწორედ ამიტომ შეუძლია კარაპეტიანს გააერთიანოს ოპოზიციური ძალები და გაიმეოროს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სცენარი საქართველოში, როდესაც ივანიშვილის გუნდმა დაამარცხა სააკაშვილი.
გარდა ამისა, ნიკოლ პაშინიანი ფრთხილობს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის როლთან, რომელმაც ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხური იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში. დღეს ის ცდილობს ამ ინსტიტუტის - სომეხი ერის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტის - ძირის გამოთხრას, რათა სომხეთში არსებულ ვითარებაზე სრული კონტროლი დაამყაროს.
- განაცხადა ბადალიანმა PUBLICIST.GE_სთან საუბრისას.
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15