ზუსტად შვიდი წლის წინ, დღევანდელ დღეს, თამარ იოსელიანმა, რომელიც მაშინ ხელმძღვანელობდა საზღვაო სააგენტოს, ჩაიდინა სერიოზული დანაშაული, რომელიც დღემდე მიჩქმალულია. საქმე ეხება კურსანტების საწვრთნელ გემ “კადეტს”, რომლის შესახებაც იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი შეცდომაში იქნა შეყვანილი და საჯაროდ გაახმოვანა არასწორი ინფორმაცია თითქოს გემი წარმოადგენდა საერთაშორისო წყლებში მოცურავე საწვრთნელ გემს.
სინამდვილეში კი ოფიციალურად იდო დასკვნა, რომ აღნიშნული გემი ვერ აკმაყოფილებდა იმ ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც საერთაშორისო წყლებში ცურვისთვის აუცილებელია. მიუხედავად ამისა, იოსელიანმა საკუთარი პიარ-კამპანიის გასამართლებლად გასცა ბრძანება გემი გამოსულიყო საქართველოს ტერიტორიული წყლების მიღმა. ამით მან საფრთხეში ჩააგდო გემზე მყოფი კადეტები სტუდენტები, რომელთა სიცოცხლე რეალურ საფრთხეში აღმოჩნდა.
მთელი ეს ქმედება დაიგეგმა ისე, რომ გემი მალევე დამალულიყო სარფის კლდეების უკან, ხოლო საზოგადოება მხოლოდ მისი მცირე დროით გამოჩენით დაკმაყოფილებულიყო. პრემიერს კი იძულებით ათქმევინეს ტყუილი საჯაროდ.
იმ დროს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელად მუშაობდა თემურ კვანტალიანი შემდგომში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენინსპექციის უფროსი. მან ფაქტზე არ მოახდინა რეაგირება, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ახლო კავშირი ჰქონდა თამარ იოსელიანთან და მაშინდელ ოდეეირთან ვლადიმერ წილოსანთან.
შემდგომი დღის განმავლობაში ვასილ ურუშაძემ ოფიციალურად შეიტანა სარჩელი აჭარის პროკურატურაში, სადაც დეტალურად იყო აღწერილი იოსელიანის გადაწყვეტილების უკანონობა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. მიუხედავად საჩივრის სამართლებრივი სიზუსტისა, საქმე მალევე ჩაიფარცხა. პარალელურად, ურუშაძის ერთ-ერთი მეგობარი დაინიშნა თავად იოსელიანის მრჩევლად — სავარაუდოდ, საჩივრის გასაჩუმებლად. აღნიშნული მრჩეველი კი მოგვიანებით თაღლითობის მუხლით დააკავეს.
გარდა ამისა, არსებობს უფრო ძველი, 2014 წლის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო აღძრული თამარ იოსელიანის წინააღმდეგ — მას ბრალად ედებოდა ავიაბილეთების ინვოისების გაყალბება. თუმცა, დაჭერას გადაურჩა იმდროინდელი ხელმძღვანელის, კაპიტან მამულა ახალაძის დახმარებით, რომელმაც მისთვის მოსალოდნელი სისხლის სამართლის დევნის შესახებ შეიტყო და საგანგებოდ გაუუქმა საზღვარგარეთული მივლინება წინა დღეს, რითაც გადაარჩინა.
იოსელიანმა მოგვიანებით სწორედ ამ ადამიანს — საკუთარ გადამრჩენელს — ბინძური ხერხებით ჩამოაშორა პოზიციიდან, რათა თავად დაეკავებინა დირექტორის სავარძელი.
წლებია ვითხოვთ შესაბამისი
ორგანოებისგან ჩართულობას იოსელიანის მმართველობის დროს გაწეული ასიათასობით ლარის ბიუჯეტური ხარჯების შესწავლაზე, რომელიც ძირითადად მიმართული იყო ე.წ. „პიარ-შოუების“ ორგანიზებაზე. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას მხარდაჭერა ჯერ გიორგი გახარიასა და გიორგი ხოჯევანიშვილის ჯგუფისგან ჰქონდა, მოგვიანებით კი მჭიდრო კავშირი დაამყარა აშშ-ის საელჩოსთან და USAID-ის გრანტებით ფინანსდებოდა, რომელთა მიზნობრიობაც დღემდე ბურუსითაა მოცული
დაუყოვნებლივ, გამჭვირვალე და ობიექტურ გამოძიებას. მოვითხოვთ:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს ბიუჯეტური ხარჯები, მათ შორის პიარ-მიზნებისთვის გაწეული სახსრები.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაახლოს დავიწყებული საქმეები და მიეცეს სამართლებრივი შეფასება როგორც 2014 წლის, ისე შემდგომი წლებში განხორციელებულ დარღვევებს.
თამარ იოსელიანის საქმიანობა მხოლოდ პერსონალურ ამბიციებს ემსახურებოდა, ხოლო საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ადამიანების უსაფრთხოება, უკანა პლანზე იყო გადადებული.
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15