img1


ირანი აშშ-ის თავდასხმებს გამანადგურებელ პასუხს გასცემს - IRGC

ირანის შეიარაღებული ძალები გამანადგურებელ და სამწუხარო პასუხს გასცემენ აშშ-ის თავდასხმებს ქვეყნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ირანის სამხედროებმა თვალყური ადევნეს ირანზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმაში მონაწილე თვითმფრინავების ფრენის ტრაექტორიას და დაადგინეს მათი ადგილმდებარეობა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეგიონში დიდი რაოდენობით ამერიკული სამხედრო ბაზების არსებობა შეერთებულ შტატებს დაუცველს ხდის და ზრდის შესაძლო საპასუხო დარტყმების მასშტაბებს.

„ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათისაა, არ განადგურებულა არცერთი თავდასხმით. პირიქით, ირანელი მეცნიერები გააგრძელებენ მის განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.