img1


ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე შორი რადიუსის რაკეტების წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა, იუწყება Bloomberg

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ წარმოების გაზრდის პროცესი სწრაფი იქნება.

 

„ვიმედოვნებ, რომ არც ისე ხანგრძლივ პროცესში ჩვენ მივაღწევთ თავდაცვისუნარიანობას, რომლის გამოწვევასაც ვერავინ გაბედავს“.

 

ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ხელმძღვანელმა და ერდოღანის ახლო მოკავშირემ, დევლეტ ბაჰჩელიმ, ირანში ჩატარებულ ოპერაციას „თურქეთისთვის საშიში გზავნილი“ უწოდა.