img1


რატომ მიფრინავს პაშინიანი ერდოღანთან?

როგორც ცნობილია, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს თურქეთს პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მოწვევით თურქეთს ეწვევა.

 

სომხური გამოცემა 24News, დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში მიემგზავრება, რათა პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პირობები შეათანხმოს.

 

გამოცემის ცნობით, პაშინიანი ერდოღანთან განიხილავს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხს: პირველი ვარიანტია ვაშინგტონი (წლევანდელი წლის სექტემბერში), მეორე - არაბთა გაერთიანებული საემიროები (სავარაუდოდ, დეკემბერში).

 

გარდა ამისა, წყარო ირწმუნება, რომ პაშინიანმა მოახერხა სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხის მოლაპარაკების პროცესის დღის წესრიგიდან ამოღება. გამოცემა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა, სავარაუდოდ, დაარწმუნა ბაქო, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ეს უბრალოდ შეუძლებელია და საფრთხეს უქმნის მის ძალაუფლებას.

 

მეორე პირობაა რუსული ბაზის გიუმრიდან გაყვანა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. გამოცემა წერს, რომ მესამე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც გზების გახსნას ეხება, მონაცემებს მოგვიანებით გაასაჯოვებს.