შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ საქართველომ და თურქეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში, რაც ასახვას პოვებს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებებში. ყურადღება გავამახვილეთ მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაზე.
თურქულ მხარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.
განვიხილეთ დადებითი დინამიკა საპარლამენტო ურთიერთობებში და კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოვხატეთ. აღვნიშნეთ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების განსაკუთრებული როლი.
ხაზი გავუსვით საპარლამენტო თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების მნიშვნელობას და აღვნიშნეთ, რომ იგეგმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის კვლავ გამართვა.
საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. დავადასტურეთ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე ერთობლივი მუშაობის მზაობა.
შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. აღვნიშნეთ, რომ ერთად ვიმუშავებთ ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებაზე, რაც შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისებაზე იქნება მიმართული.
ნუმან ქურთულმუში საპასუხო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოვიწვიე.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25