Bloomberg-ის ცნობით, ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, 900-ზე მეტმა გემმა განაცხადა ნავიგაციის პრობლემების შესახებ ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეში.
საზღვაო ინფორმაციის ერთობლივი ცენტრის (JMIC) მონაცემებით, ირანის ბანდარ-აბასის პორტიდან გამომავალი GPS სიგნალების „უკიდურესად ჩახშობა“ დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, არ არსებობს ნიშნები ჰორმუზის სრუტის ბლოკირებისთვის მზადების შესახებ, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის 25%-ზე მეტი გადის.
ჩახშობის გამო, გემთმფლობელები იძულებულნი არიან, ნავიგაცია რადარითა და კომპასით განახორციელონ, რაც ავარიების რისკს ზრდის. ზოგიერთმა გადამზიდველმა კომპანიამ სპარსეთის ყურეში მიმოსვლა, დროებით, შეაჩერა.
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24
2026-08-22