img1


რუსეთის დიდი რვიანიდან გარიცხვა შეცდომა იყო

ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, პუტინი განაწყენებული იყო გარიცხვით და რუსეთი დიდი რვიანში რომ ყოფილიყო, უკრაინასთან კონფლიქტი არ იქნებოდა.

 

„ეს შეცდომა იყო. ამდენ დროს ხარჯავ რუსეთზე საუბარში და ისინი აღარ არიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ამიტომ ცხოვრებას ართულებს, მაგრამ ომი არ იქნებოდა. პუტინი მელაპარაკება - მას არავისთან საუბარი არ სურს. ის შეურაცხყოფილად გრძნობს თავს დიდი რვიანიდან გარიცხვით. და მე მესმის - მეც შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს. თქვენც შეურაცხყოფილად იგრძნობთ თავს. ნებისმიერი შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს“, - თქვა ტრამპმა.