ჩვენი რეგიონის დღითიდღე არასტაბილური ხდება. რატომ? პასუხი მარტივია: სიონისტური რეჟიმი ცდილობს გაანადგუროს მის გარშემო არსებული ყოველი დამოუკიდებელი ქვეყანა, რათა ავადმყოფური და გაფართოებისკენ მიმართული სიონისტური იდეოლოგია რეალობად აქციოს.
გინდა პირდაპირი სამხედრო თავდასხმით, გინდა ამერიკის პოლიტიკაში მისი ლობისტური ჯგუფების უწყვეტი გავლენით — ისრაელი სისტემატურად უტევს იმ ქვეყნებს, რომლებიც მის რეგიონულ ბატონობას საფრთხეს უქმნიან: ერაყი, ლიბია, სირია, ლიბანი, ამჯერად კი - ირანი.
ნუ დაიჯერებთ ირანის „ბირთვული პროგრამის“ თვალთმაქცურ ისტორიას! ეს საკითხი ღიად და გამჭვირვალედ მოგვარდა ბირთვული შეთანხმებით (JCPOA), რომელმაც ირანის ბირთვული საქმიანობა შეზღუდა და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ მოაქცია. სწორედ ამ შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა ისრაელი მთელი ძალით.
ისრაელის ნამდვილი მიზანი ყოველთვის ის იყო, რომ ირანი ჩამოშლილ სახელმწიფოდ ექცია — ეკონომიკური ზეწოლით, ფარული დივერსიებით, ტერორისტული მოქმედებებით, მიზანმიმართული მკვლელობებით და საბოლოოდ — ღია ომით.
მაგრამ ამჯერად მათ სერიოზული შეცდომა დაუშვეს. მათ არასწორი ქვეყანა აირჩიეს! ოთხმოცდაათი მილიონი ირანელი — მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა — დღეს ერთ მუშტად შეკრული დგას, რათა წინ აღუდგეს გენოციდის შემოქმედებს.
მსოფლიოც თვალს ადევნებს ამ ყველაფერს და დღითი დღე უფრო მეტად უჭერს მხარს ირანის წინააღმდეგობის მოძრაობასა და გამარჯვებას.
განა არ დადგა დრო, რომ მსოფლიომ დაინახოს სიონისტური რეჟიმის ნამდვილი სახე და მისი დამანგრეველი პოლიტიკა?
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15