ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მან ირანული ტანკერი მეშჰადის საერთაშორისო აეროპორტში გაანადგურა, რომელიც აღმოსავლეთ ირანის ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია და თურქმენეთის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კვირას გამოქვეყნდა.
„ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანული ტანკერი მეშჰადის აეროპორტში გაანადგურეს. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი დარტყმა მიმდინარე ოპერაციის დაწყებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
IDF-ის ცნობით, დარტყმა ისრაელიდან დაახლოებით 2300 კილომეტრის მანძილზე განხორციელდა.
„ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ ოპერაციებს ირანის საჰაერო სივრცეზე საჰაერო უპირატესობის დასამყარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯერჯერობით ირანის ხელისუფლებას დარტყმის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15