„ერდოღანმა განაცხადა, რომ ის უმკაცრესად გმობს ისრაელის უკანონო თავდასხმებს ირანზე და სამძიმარი გამოუცხადა ირანელ ხალხს სიცოცხლის დაკარგვის გამო. მან აღნიშნა, რომ ისრაელის თავდასხმები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი რეგიონის ცეცხლში ჩათრევას და რომ [ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ] ნეთანიაჰუ ამ თავდასხმებით ცდილობს ბირთვული მოლაპარაკებების პროცესის საბოტაჟს“, - ნათქვამია თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ „ისრაელი ცდილობს ირანზე თავდასხმებით მსოფლიოს ყურადღების გადატანას ღაზაში გენოციდიდან“. „ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება ნატანზის ობიექტში შესაძლო გაჟონვასთან დაკავშირებულ მოვლენებს და რომ ბირთვული დავის ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიური პროცესებია“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15