დღევანდელ მსოფლიოში, როცა ყოველდღიურად იფეთქებს კონფლიქტები, ათასობით უდანაშაულო ადამიანი კარგავს სიცოცხლეს, სახლებთან ერთად ინგრევა ბედნიერების შანსებიც…
ჩვენ, ქართველებმა, კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომი - ტკივილი, გლოვა და მიწის დაკარგვა. და სწორედ ამიტომ, უნდა ვთქვათ მადლობა იქ, სადაც შენარჩუნდა მშვიდობა - ჩვენი შვილების, ოჯახების და მომავლისთვის.
ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის მიერ გატარებული თავშეკავებული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, რომ საქართველომ შეძლო დაეცვა თავი მორიგი სამხედრო დაპირისპირებისგან.
ეს არ არის უბრალო პოლიტიკური ნაბიჯი, ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც შეინარჩუნა სიცოცხლე, დაიცვა ქვეყანა იმ გზაზე, სადაც ომის ნაცვლად შესაძლებელია განვითარება.
მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა მსოფლიოს!
- წერს ქობულეთის მერის თანაშემწე ნანა ქირია სოციალურ ქსელში
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15