აშშ ერაყში არსებული საელჩოს ევაკუაციისთვის ემზადება რეგიონში უსაფრთხოების რისკების გამწვავების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, უსაფრთხოების კონკრეტულად რა რისკებმა განაპირობა ევაკუაციის გადაწყვეტილება.
დონალდ ტრამპი არაერთხელ იმუქრებოდა ირანზე თავდასხმით, თუკი მისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ გაჭიანურებული მოლაპარაკებები ჩაიშლება.
„განზრახვაა, ეს [ევაკუაცია] განხორციელდეს კომერციული საშუალებებით, თუმცა აშშ-ის სამხედროები მზადყოფნაში არიან, თუკი დახმარება იქნება მოთხოვნილი“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25