„ორბანის პოზიცია არ ასახავს მთელი უნგრეთის პოზიციას. ეს არის განსხვავება უნგრეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის. რუსეთში პუტინის პოზიცია იგივეა, რაც მისი საზოგადოების. ვიქტორის პოლიტიკა, სამწუხაროდ, ანტიუკრაინული და ანტიევროპულია. ის უკრაინას თავისი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს. მას არ ესმის, რომ ამას გაცილებით სერიოზული და საშიში შედეგები მოჰყვება: უნგრული საზოგადოების რადიკალიზაცია და მისი ანტიუკრაინული განწყობები. ჩვენი დახმარების გარეშე, ის პუტინს სიკეთეს უკეთებს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ვიქტორი სერიოზულ ისტორიულ შეცდომას უშვებს“, - თქვა ზელენსკიმ უნგრულ გამოცემა Valasz online-თან ინტერვიუში.
უნდა აღინიშნოს, რომ კიევის კვლევითი ინსტიტუტის Rating Group-ის მონაცემებით, ორბანი უკრაინელებს შორის პუტინისა და ლუკაშენკოს შემდეგ ყველაზე ნაკლებად პოპულარული პოლიტიკოსია: გამოკითხულთა მხოლოდ 11%-მა ისაუბრა დადებითად მასზე.
უკრაინა და უნგრეთი ერთმანეთს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ
#უკრაინა
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15