img1


ირლანდიაში ადგილობრივებმა მოძალადე მიგრანტების სახლი დაწვეს

ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბალიმენაში, მიგრანტების მიერ მოზარდი გოგონას გაუპატიურების მცდელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს, მომიტინგეებმა პოლიციას ქვები ესროლეს და რამდენიმე სახლი დაწვეს.

 

ორშაბათს საღამოს, ორი 14 წლის მოზარდი ადგილობრივ სასამართლოში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით წარსდგა.Belfast Telegraph-ის ცნობით, სხდომას რუმინელი თარჯიმანიც ესწრებოდა. შემდგომში, მსხვერპლის ოჯახის მხარდასაჭერად სავარაუდო თავდასხმის ადგილთან შეკრებილი ხალხი პოლიციას დაუპირისპირდა, სამართალდამცავ ორგანოებს ქვები და საღებავი ესროლეს, ბარიკადები ააშენეს და სახლების დანგრევა და ცეცხლის წაკიდება დაიწყეს.