საქართველოში ჩანერგილ-დაფესვიანებული აგენტურული ქსელი ყოველნაირად უშლის ხელს ჩვენს სამშობლოს განვითარებაში და ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე ისინი საერთოდ არ გაქრებიან პოლიტიკური არენიდან.
ხელისუფლება სწორად შერჩეული ეროვნული ვექტორით იბრძვის, თუმცა სექტანტებთან და მათ ანასხლეტებთან ბრძოლაში ქვეყნის რიგი შიდა საკითხები ყურადღების მიღმა რჩება, რაც რადიკალების წისქვილზე ასხამს წყალს.
საჭიროა ძირეული რეფორმები სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, განათლებაში...დაცლის პირასაა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი ქართული სოფელი, დამმუშავებლის ლოდინში ჯაგნარით იფარება ხვავრიელი ქართული მიწა და თუ სახელმწიფომ რადიკალური ზომები არ გაატარა,შორს არ არის დრო,როცა ეროვნულ უმცირესობაში აღმოვჩნდებით.
„თუ ამოწყდა გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდეს“-ბაადურ ციციშვილის გამაფრთხილებელი ხმა ჩამესმის მარაბდის ბრძოლის წინ ამოთქმული, მეფე არჩილის მიერ ჩვენთვის ანდერძად დატოვებული....
გასაგები მიზეზების გამო ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად დემოგრაფიულ პრობლემასთან წარმატებული ბრძოლა „მთის კანონის“ ფარგლებშია შესაძლებელი. სახელმწიფომ უნდა აიღოს თავზე ეს ერის მაცოცხლებელი მისია....
"მ თ ი ს კ ა ნ ო ნ ი ს"ფარგლებში სახელმწიფომ:
--კანონის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ ყოველ ოჯახს პირველ შვილზე უნდა დაუნიშნოს ყოველთვიური 200 ლარი, მეორეზე- 300, მესამეზე და ყოველ მომდევნოზე კი 500 ლარი 18 წლის ასაკამდე, ამავე დროს უნდა უზრუნველყოს ნორმალური საცხოვრებლით;
-- ბიუჯეტში ყოველწლიურად გამოყოს თანხა სოფლად დაბრუნების მსურველი ოჯახებისთვის;
--სოფლად დაბრუნებულ ოჯახს უნდა შეუძინოს საცხ. სახლი, მიწა და უნდა გამოუყოს მინ. 50 000 აშშ. დოლარის ექვ. ლარში ბიზნესის დასაწყებად გახარჯვიანობის მკაცრი კონტროლით;
--რეგიონებში მცხოვრებთათვის უმ . სასწავლებლებში სწავლა უნდა იყოს უფასო ადგილზე დაბრუნების და იქ მინ. შვიდწლიანი დასაქმების ვალდებულებით ;
--უნდა აამოქმედოს სრული უფასო ჯანდაცვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით ადგილებზე/სამშობიაროები, კლინიკები.../;
--ადგილებზე შექმნას სამაცივრე მეურნეობები, სადაც ადგილობრივ ფერმერის პროდუქცია დაბინავდება სახელმწიფო -საბაზრო შესყიდვით;
--"მთის კანონის" არეალის მუნიციპალიტეტებში და მის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა სტრუქტურაში ხელფასი უნდა იყოს დაუბეგრავი, ან სხვაგან არსებულზე 30 %-ით მაღალი.
--აღნიშნულ პირობების შესრულებაზე უნდა დააწესოს მკაცრი კონტროლი და ნებისმიერ კანონდამრღვევს/მაგ: შეიძინა სახლი ჰყავს 3 ან მეტი შვილი , იღებს ყოველთვიურ დახმარებას და რეალურად სოფელში არ ცხოვრობს მთლიანი ოჯახი ან რომელიმე შვილი, გარდა დროებითი საჭიროებისა/გაუუქმოს სტატუსი და შესაბამისად, შეუწყვიტოს დახმარება.რიგ შემთხვევებში აამოქმედოს სანქციებიც/სწავლის საფასურის და ბიზნესის დაფინანსების დაბრუნება საურავით../.
სახელმწიფომ მომავალი წლისთვის რომ დაიწყოს პროგრამა და გამოყოს მითითებული პროექტისთვის 50 მლნ. ლარი , ერთ წელიწადში მივიღებთ სოფლად დაბრუნებულ მინ. 100 ოჯახს, თანხის მატებასთან ერთად კი ეს რიცხვიც გაიზრდება, რაც უახლოეს 10 წელიწადში უკვე შესამჩნევ შედეგს მოგვცემს.
მაიზერ ჩანქსელიანი
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15