img1


რიმა ბერაძე |ბრძენი ქართველი ხალხით დაიმედებულებს, გვაქვს უტყუარი მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის

ბოლო თვეებია, მსოფლიო და საქართველო პოზიტიური პოლიტიკური ცვლილებები მოლოდინშია. ამ პროცესების პარალელურად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, „კარზე მომდგარი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ! 

 

არჩევანი ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა: ერთ მხარესაა მშვიდობა, სუვერენიტეტი, ეროვნულობა, იდენტობის შენარჩუნება და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა და გაძლიერება.

 მეორე მხარეს კი - აგენტურა, ქვეყნის მტრობა, სიძულვილი და ფსევდო-ლიბერალური ფაშიზმი.

 

ბრძენი ქართველი ხალხით დაიმედებულებს, გვაქვს უტყუარი მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის და ის მოიტანს ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობისა და განვითარების შესაძლებლობებს.

მომავალი არჩევნები იქნება ჩვენი საიუბილეო გამარჯვება, რომლითაც ქვეყნის მტრებს, ქართველი ხალხი, საბოლოოდ მიუჩენს ადგილს პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე.

განაცხადა რიმა ბერაძემ