img1


ტრამპის ადმინისტრაცია საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცს აგზავნის

საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცს აგზავნის.

 

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, „პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დადგენილებას ორი ათასი გვარდიელის განთავსების შესახებ, რათა აღმოფხვრას უკანონობა კალიფორნიაში“, ვინაიდან შტატში გრძელდება დემონსტრაციები საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების წინააღმდეგ.

 

„ბოლო დღეებში ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიცრებს და ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების აგენტებს, რომლებიც კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში ძირითად სადეპორტაციო ოპერაციებს ასრულებდნენ.

 

ეს ოპერაციები არსებითია შეერთებულ შტატების არალეგალი კრიმინალების შემოჭრის შესაჩერებლად. ამ ძალადობის ფონზე, კალიფორნიის უგუნურმა დემოკრატმა ლიდერებმა სრულად თქვეს უარი მოქალაქეების დაცვის პასუხისმგებლობაზე.

 

სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც 2000 ეროვნული გვარდიელი განლაგდება უკანონობასთან საბრძოლველად, რომლის გაღვივებაც იქნა დაშვებული“, - ნათქვამია თეთრი სახლის პრესსპიკერის ქეროლაინ ლევიტმა.