img1


მამუკა ფიფიას ორგანიზებით ეროვნული ერთიანობის კლუბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული ერთიანობის კლუბის სამუშაო შეხვედრა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან - ტაისაევ ყაზბეკ კუცუკოვიჩთან

 

შეხვედრა 3 ივნისს გაიმართა. 

 

ეროვნული ერთიანობის კლუბს წარმოადგენდნენ:

 

გლაზიევი სერგეი იურიევიჩი, საკავშირო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, ეროვნული ერთიანობის კლუბის თანათავმჯდომარე,

 

კაზაკოვი ალექსანდრე იურიევიჩი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკური ფილოსოფოსი, ეროვნული ერთიანობის კლუბის თანათავმჯდომარე,

 

მამუკა ფიფია, ქართველი ბიზნესმენი, ფილანტროპი, პოლიტიკოსი, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი, საერთაშორისო ეროვნული ერთიანობის კლუბის პრეზიდიუმის წევრი.

 

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტს წარმოადგენდნენ:

 

ტაისაევი ყაზბეკ კუცუკოვიჩი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,

 

ჩაჩია სოფია მერაბოვნა, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ექსპერტი,

 

ვალუევა მარია ანდრეევნა, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ექსპერტი.

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო მამუკა ფიფიას მიერ. შეხვედრის დროს განხილული იქნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას, ეროვნული ერთიანობის კლუბსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

 

კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის ძირითადი სფეროები და დაისახა ერთობლივი პროექტების მთელი რიგი, რომელთა განხორციელებაც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაშია დაგეგმილი. შეხვედრის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ მათ რეგულარულობაზე, რათა გაძლიერდეს მრავალმხრივი პარტნიორობა და კოორდინირებული იყოს ძალისხმევა დსთ-ს საერთო სივრცის ფარგლებში.

 

„შეხვედრა ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარიმართა და ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ორმხრივი ინტერესი გამოხატა“, - დაასკვნა კაზაკოვმა, ეროვნული ერთიანობის კლუბის თანათავმჯდომარემ, ალექსანდრე იურიევიჩმა.