img1


მამუკა ფიფიამ ბაიკერთა ლიდერს, ალექსანდრე ზალდოსტანოვს, მეტსახელად „ქირურგი“, წმინდა გაბრიელის ხატი გადასცა

„ღამის მგლების“ ბაიკერთა კლუბის დაბადების დღის აღსანიშნავად, 31 მაისს მოსკოვში მოტოციკლეტების აქცია გაიმართა. სადღესასწაულო ღონისძიებაზე ასევე მიწვეული იყო „ქართული პარტიის“ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია. აქციის დაწყებამდე მამუკა ფიფიამ ბაიკერთა ლიდერს, ალექსანდრე ზალდოსტანოვს, მეტსახელად „ქირურგი“, წმინდა გაბრიელის ხატი გადასცა. შემდეგ ბაიკერთა კოლონამ მოსკოვის ქუჩებში რუსეთისა და საქართველოს დროშებით მსვლეობა მოაწყო.