img1


"პუტინიც და ზელენსკიც ძალიან ჯიუტები არიან... იმედგაცრუებული ვარ" - ტრამპი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის ომზე საუბრობს. ტრამპი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ბოლო დროს რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებით. 47-ე პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

 

"პუტინიც და ზელენსკიც ძალიან ჯიუტები არიან. ამასთან ერთად უნდა ვთქვა ისიც, რომ მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვნახე ისეთი რამ, რამაც ძალიან გამაკვირვა. რუსებმა რაკეტები გაუშვეს კიევის და სხვა ქალაქების მიმართულებით, ზუსტად მოლაპარაკებების დროს, რომელიც, მეგონა, დასრულებასთან ახლოს იყო," - განაცხადა ტრამპმა.