ამერიკელი სენატორი, სტივ დეინსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
როგორც დეინსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ.
მისი თქმით, მან მოუწოდა საქართველოს მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან, საერთო ეკონომიკური და თავდაცვითი ინტერესების წინსვლისთვის.
"სენატორი დეინსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას მიესალმა, რათა განიხილონ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება.
სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ და მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან, ჩვენი საერთო ეკონომიკური და თავდაცვითი ინტერესების წინსვლისთვის", - წერს სენატორი სტივ დეინსი სოციალურ ქსელ X-ზე.
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15