ტელეარხი იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქიდან სრულად განდევნეს და რუსი ჯარისკაცები საზღვრის მეორე მხარეს, უკრაინის სიდიდით მეორე „ციხესიმაგრე ქალაქთან“ იკრიბებიან.
Sky News-ის სამხედრო ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ელიტური რუსული დანაყოფების, მათ შორის საჰაერო-სადესანტო ძალების, ხარკოვის ოლქის საზღვარზე გადაყვანა შესაძლოა ხარკოვსა და სუმზე ფართომასშტაბიანი შეტევისთვის მზადებაზე მიუთითებდეს.
შესაძლებელია როგორც ქალაქებზე პირდაპირი თავდასხმა, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიების აღების მცდელობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ახალი შეტევის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18