2003 – 20012 წლებში საქართველოში დამყარდა პროფაშისტური რეჟიმი, რომელიც ასრულებდა დასავლეთის იმპერიალიზმის ტარანის როლს სამხრეთ კავკასიაში. მკვეთრად შეიზღუდა დემოკრატია, განხორციელდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სფეროს ტოტალური კონტროლი, დამყარდა ცენტრალიზებული კონტროლი ხელისუფლების ყველა შტოზე. რეჟიმმა პატარა ქვეყანა ჩაითრია სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან, რამაც გამოიწვია ერებს შორის შუღლის ახალი აღზევება, ტერიტორიების დაკარგვა, სოციალური კატასტროფა. ნიშანდობლივია, რომ მმართველ პარტიას ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“.
საქართველო იყო ერთგვარი პოლიგონი იმისათის, რომ იგივე პროცესები განევითარებინათ ბევრად მასშტაბურ უკრაინაში.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს ულტრამემარჯვენე ლიბერალური რეჟიმი დაეცა, ხოლო მმართველი „ქართული ოცნება“ მართის დემოკრატიულ პრინციპებს იცავს უკრაინასთან პარალელები, სამწუხაროდ, ისევ აქტუალურია.
კონფერენციაზე განხილული თემის აქტუალობას აძლიერებს ის გარემოება, რომ პროდასავლურ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ეძლევა. აკრძალვა დესტრუქციული პარტიებისა, რომლებმაც რამოდენიმეჯერ სცადეს ქვეყნის დესტაბილიზაცია, ბევრად უფრო ძნელი იქნება არჩევნების შემდეგ. მით უფრო ძნელი იქნება აკრძალვის პოლიტიკური მიზნების განხორციელება - ანტისახელმწიფოებრივი ძალების ნეიტრალიზება.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერ-ექსპერტებმა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლებმა.
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18