img1


საზოგადოებრივი მოძრაობა „სოციალისტური პლატფორმის“ ინიციატივით ხვალ, 18 მაისს თბილისში შედგება კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ფაშიზმი. ქართული ულტრამემარჯვენე ძალები და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე“

თემის აქტუალობას აძლიერებს ის გარემოება, რომ პროდასავლურ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ეძლევა. არჩევნების შედეგების მიხედვით, დიდი ალბათობით, დესტრუქციული ძალები წარმოდგენილნი იქნებიან მთელ რიგ საკრებულოებში, რაც მათი მარგინალიზაციის პროცესს შეანელებს. აკრძალვა დესტრუქციული პარტიებისა, რომლებმაც რამოდენიმეჯერ სცადეს ქვეყნის დესტაბილიზაცია, ბევრად უფრო ძნელი იქნება არჩევნების შემდეგ. მით უფრო ძნელი იქნება აკრძალვის პოლიტიკური მიზნების განხორციელება - ანტისახელმწიფოებრივი ძალების ნეიტრალიზება.

უკრაინასთან პარალელები, სამწუხაროდ, ასევე აქტუალურია!

დისკუსიის მიზანია საერთო აზრის და პოზიციის ჩამოყალიბება თემის გარშემო, რომელიც კონფერენციის რეზოლუციაში აისახება.

კონფერენციაზე არ იქნებიან მოწვეულები პოლიტიკური პარტიები. მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სამეცნიერო წრეების და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლები.