img1


პარასკევს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებია დაგეგმილი

პარასკევს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებია დაგეგმილი, რომელზეც თურქეთის წარმომადგენელი მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს, განუცხადა „ინტერფაქსს“ მოლაპარაკებების ორგანიზებასთან დაკავშირებულმა წყარომ.

 

„რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები პარასკევს სტამბოლში იგეგმება და თურქეთის წარმომადგენელმა მისალმების შემდეგ მოლაპარაკების ოთახი უნდა დატოვოს“, - განაცხადა წყარომ.

 

სააგენტოს წყარომ აღნიშნა, რომ რუსული დელეგაცია ეწინააღმდეგება ამერიკელი წარმომადგენლების პირდაპირ მოლაპარაკებებზე დასწრებას.

 

რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დოლმაბაჰჩეს საპრეზიდენტო სასახლეში ხუთშაბათს, 15 მაისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის არასდროს დაწყებულა.