img1


9 მაისის თბილისში

„აკრძალე ნაცი! არა უკრაინიზაციას!“ - ასეთი მოწოდებები გაისმა 9 მაისი თბილისში, მელიტონ ქანთარიას ბიუსტთან.

თემურ ფიფიამ აღნიშნა, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილება, დესტრუქციულ ძალებს მიეცეს საშუალება, მიიღონ მონაწილეობა 5 ოქტომბრის არჩევნებში, დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს. 

საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აირიდოს შანსიც კი, უკრაინის გზას დაადგეს! 

ულტრამემარჯვენე, ლიბერალური ძალები კვლავ შეეცდებიან არიონ ქვეყანა და მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც საქართველოს „უკრაინიზაციას“ ნიშნავს!

მიტინგის განცხადების ტექსტს აქვე გთავაზობთ.

 

აკრძალე „ნაცი“ ზმი! არა ფაშიზმს! არა უკრაინიზაციას!

საცხრამაისო მსვლელობისა და მიტინგის მონაწილეთა განცხადება

ძვირფასო მეგობრებო,

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, ულტრამემარჯვენე რესტავრაციის საფრთხე ისევ არსებობს.

ლიბერალური ანტიქართული პარტიები არ აიკრძალებიან და საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ 5 ოქტომბრის არჩევნებში. მიღებული ხმების ოდენობით მათ შეუძლიათ ფრაქციებიც კი შექმნან საკრებულოებში, თანაც დიდ ქალაქებში თბილისის ჩათვლით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის პარტიისა და სატელიტების აკრძალვა 5 ოქტომბრის შემდეგ ძალიან გაძნელდება!

ეს ძალები კვლავაც დააპირებენ დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლას, რაც საქართველოში მემარჯვენე დიქტატურის დამყარებას ნიშნავს!

დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავზე ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაფრთხილოთ ხალხი, რომ საქართველოს ფაშიზაციის, შესაბამისად კი - „უკრაინიზაციის“ საშიშროება კვლავაც არსებობს!

შეხედეთ, რა მოხდა უკრაინაში! ულტრამემარჯვენე ძალებმა, ხელისუფლებაში ძალადობრივად მოსვლისთანავე აკრძალეს ოპოზიცია, გააქრეს დემოკრატია, მოახდინეს ქვეყნის მილიტარიზაცია და დააჯახეს ის უმძლავრეს ბირთვულ სახელმწიფოს!

ჩვენ ასეთი გზა უკვე გავიარეთ. საქართველოს ხელახალი „უკრაინიზაციის“ შემთხვევაში კი უარესი მოხდება! მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ რა მიიღო უკრაინამ: ასიათასობით მოკლული, უფრო მეტი დასახიჩრებული, ათეულობით მილიონი ემიგრანტი და სოციალური კატასტროფა! უკრაინა შეიძლება გაქრეს პოლიტიკური რუკიდან და ამაზე პასუხისმგებლობა საკუთარ მთავრობას - კიევს ეკისრება! არესტოვიჩის მსგავსი არსებები დღეს ამაზე საქვეყნოდ გაკივიან!

ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველომ ასეთი ბედი გაიზიაროს!

ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს ანტისახელმწიფოებრივი ძალების 5 ოქტომბრამდე ასაკრძალად! ისინი არჩევნებში არ უნდა დავუშვათ!

და კიდევ: მიხედეთ ხალხს, ხალხი მშიერია! ფაშიზაციის ანტიდოტი ხალხზე ზრუნვაა!

დღეს, 9 მაისს, ჩვენ ვაცხადებთ: არა ფაშიზმს! არა უკრაინიზაციას! არა სოციალურ უსამართლობას!

9 მაისი, თბილისი, 2025 წელი.