9 მაისი. მსვლელობა და მიტინგი „კიკვიძის“ ბაღში პრეს-რელიზი |სოლიდარობა მშვიდობისათვის
„გაუმარჯოს 9 მაისს!“; „დაიწყე რუსეთთან დიალოგი!“; „აკრძალე ნაცი! არა უკრაინიზაციას!“ - ასეთი მოწოდებებით აღნიშნეს 9 მაისი სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მომხრეებთან ერთად თბილისში, მელიტონ ქანთარიას ბიუსტთან.
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსულმა დელეგაციებმა მსვლელობა დაიწყეს კინო „საქართველოდან“. გამოჩნდა წითელი დროშებიც, მათ შორის 1-2 გამარჯვების დროშის ასლი ნამგლითა და უროთი, რომელიც აკრძალულია კანონით „თავისუფლების ქარტია“.
დროშის მფლობელები ამტკიცებდნენ, რომ მათი კონფისკაციის უფლება პოლიციას არა აქვს, რადგან პირადი საკუთრებაა და არა აქციის ორგანიზატორებისა.
პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარემ მიხეილ ჟღენტმა წაიკითხა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მილოცვა. რუსეთის პრეზიდენტი 9 მაისს ულოცავს დიდი სამამულო ომის ვეტერანებს საქართველოდან!
ამ მიმართვის საზოგადოებისათვის გაცნობის ექსკლიუზივი აღნიშნული აქციის მონაწილეებს ერგოთ, რაც მადლიერებით აღინიშნა. მილოცვა გავრცელდება ინფორმაციის ელექტრონული რესურსების საშუალებით და სოციალურ ქსელებში.
თემურ ფიფიამ აღნიშნა, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილება, დესტრუქციულ ძალებს მიეცეს საშუალება, მიიღონ მონაწილეობა 5 ოქტომბრის არჩევნებში, დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს. მათ შეიძლება მდგომარეობა განიმტკიცონ, შევიდნენ რა საკრებულოთა შემადგენლობაში. ელტრამემარჯვენე, ლიბერალური ძალები კვლავ შეეცდებიან არიონ ქვეყანა და მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც პროფაშისტური რეჟიმის რესტავრაციას და საქართველოს „უკრაინიზაციას“ მოასწავებს!
მიტინგის მონაწილეები შეუერთდნენ მრგვალი მაგიდის“ გადაწვეტილებას, დაიწყონ ხელმოწერების შეგროვების კამპანია. ხელი მოეწერება ხელისუფლებისადმი მიმართვას, დაიწყონ პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან.
კამპანია რამოდენიმე თვე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18