img1


ადვოკატი ბადრი მანჯავიძე: ირაკლი ოქრუაშვიილის სახელზე 2004 წელს , ჩემი კოლეგების და მეგობრების მიერ დაწერილი პატაკები , რამდენადაც გასაკვირად არ უნდა მოგეჩვენოთ , მე დამეწერა შესასრულებლად

ირაკლი ოქრუაშვიილის სახელზე 2004 წელს , ჩემი კოლეგების და მეგობრების მიერ დაწერილი პატაკები , რამდენადაც გასაკვირად არ უნდა მოგეჩვენოთ , მე დამეწერა შესასრულებლად !ქალბატონ გიული აბულაძეს ყველა იცნობდა საქართველოში , მან საშველად მიმართა მაშინდელ შს მინისტრ ოქრუაშვილს, უყვება საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის , კაპიტან ივანე (ვანო) ბერაძის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე და ეს საჩივრები, მინისტრისგან ისევ ვანო ბერაძესთან იგზავნება-ბოლოს, რ მე დამეწერა შესასრულებლად ფაქტიურად არანაირი რეგირება , უნდა შემენახა ქვედა უჯრაში... მაშინ , ბევრი აღარ მიფიქრია და პირველი პატაკი საპატრულოს ცენტრალური აპარატიდან წამოსვლაზე ამ ამბიდან 2-3 დღეში დავწერე. არ გამომიშვეს, არ შეიძლებოდა მაშინ საპატრულო პოლიციიდან საკუთარი ნებით წასვლა, ეს უწყების პრესტიჟს დაარტყამდა. რადგან ახალი შექმნილი იყო საპატრულო პოლიცია, იქედან მხოლოდ გაგდება, ან დაწინაურება შეიძლებოდა . პატაკი წასვლაზე 2-ჯერ დამიხიეს, მესამედ ჭკუა ვიხმარე და 2004 წლის 24 დეკემბერს ხელით დავწერე კანცელარიაშივე პატაკი, მოვითხოვე კადრების განკარგულებაში ავეყვანეთ და იქვე ასლზე დავარტყმევინე მრგვალი ბეჭედი. ჩემს პატაკში მიზეზად არაფერი არ ჩავწერე, ძირითადად მიღებული იყო, მიზეზად წასვლაზე იწერებოდა -ოჯახური პირობების გამოო. ასე ექცეოდა ნაცრეჟიმი პროფესიონალებს . ასევე მე დამეწერა ქალბატონ მანანა კოტრიკაძის განცხადებაც -უსაყვარლესი ადამიანის, მასაც იძულებით დააწერინეს სამსახურიდან წასვლაზე . საჭიროა ასეთი ისტორიები მივიდეს დროებით საგამოძიებო ე.წ. "წულუკიანის" კომისიის ყურამდე.