26 აპრილს, 7 ადამიანმა სცადა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლა ირანის გავლით, ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შეტანის მიზნით. დამრღვევები სასაზღვრო დაცვის თანამშრომლების ბრძანების წინ არ გაჩერებულან და გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. შედეგად, ერთი მათგანი განეიტრალდა, სამი გაიქცა და კიდევ სამი, აზერბაიჯანის ბალაკანის რეგიონის მკვიდრი, დააკავეს.
შემთხვევის ადგილზე 51 კგ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს და ჩამოართვეს. მიმდინარეობს საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები (აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ვებგვერდი).
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18