img1


შავნოდარა ისევ ფორმაშია! დიახ, ფორმაშია და მერე როგორ, კოკას ყურს საიდანაც უნდა, იქიდან აბამს |გელა ზედელაშვილი

ნოდარიიიიიიიიიიიიიიი!

გაზაფხულია, მოდის მაისი, 

შიგ ხომ არა გაქვს?

ხელი მაისვი!

 

შავნოდარა ისევ ფორმაშია!

დიახ, ფორმაშია და მერე როგორ, კოკას ყურს საიდანაც უნდა, იქიდან აბამს. ენაცვალოს სალომე ბაბო, დაშლის ამ კოკას, ააწყობს, დაშლის, ააწყობს, სხვები რო ანა-ანა დადიან და ღობე-ყორეს ედებიან, ეს ხაზარაძის უბორნიაში ზის და კოკას ყურს ხან იქიდან აბამს, ხან კიდე აქედან.

ეგე, ამ შაბათსაც მიაბა, როგორც უნდოდა - ისაო, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრობიდან მოხსნა და მის ადგილზე კახა კალაძის ნდობით აღჭურვილი პირი, რევაზ სოხაძე დანიშნაო. ვერ გავიგე, რას ნიშნავს ნდობით აღჭურვილი პირი? ჯერ მისი ყოფილი მოადგილე მეგონა, მერე ყოფილი ხელქვეითი, ბოლოს ძმაკაცი, მეზობელი, უბნელი, ბოლო-ბოლო - ნათესავი... არა, კაცო, თურმე რევაზ სოხაძე ყოფილა თბილისის საკრებულოს წევრი. სამჯერ თუ ოთხჯერ გაიმეორა შავნოდარამ, ფულიან თანამდებობაზე კახა კალაძის ნდობით აღჭურვილი პირი დაინიშნაო... ჰმ, აბა, ეგ რა წესიაო? ეს ხო უკვე კორუფციააო? ესე იგი, კალაძე და კობახიძე ღარიბაშვილის კადრებს უშვებენ და თავიანთ ნდობით აღჭურვილ პირებს კიდე ნიშნავენო.

აჰა, ჩააგდო ინტრიგა შავნოდარამ და უბორნიაში თავისი ნდობით აღჭურვილი ქალი იხმო, გაწეწილ-დაუბანელი რო დაწანწალებს ხოლმე აღმა-დაღმა და ,,კოპრომატებს აგროვებს''.

ქალმა - კი, სწორედაც რო ეგრეა, კალაძემ კობახიძეს ღარიბაშვილის კადრი გააშვებინა და თავისი დაანიშნინაო... ,,ვსიო''-ვო, ,,ქართული ოცნება'' ჩამაიშალაო, აღარ არიო.

შავნოდარამ - ესე იგი, ოპოზიციამ უნდა ჩაიბანოსო?

ქალმა - კი, აუცილებლად უნდა ჩაიბანოს და ხელისუფლება გადაიბაროსო.

შავნოდარამ - რო არ ჩაიბანოს და ისე გადაიბაროსო?

ქალმა - ჩემი აზრით, უცხოელი პარტნიორები წინააღმდეგი იქნებიანო.

შავნოდარამ - ჰო, მაგრამ ,,ქართული ოცნება'' ისე სწრაფად იშლება, შეიძლება ჩაბანა ვერ მაასწრონო.

ქალმა - არა, ეგ დაუშვებელია, იღლიები მაინც უნდა გამაიბანონო.

შავნოდარამ - კაი, მაგაზე სალომე ზურაბიშვილთან შეიკრიბებიან და შეთანხმდებიანო. 

 

ნოდარიიიიიიიიიიიიიიი!

გაზაფხულია, მოდის მაისი, 

შიგ ხომ არა გაქვს?

ხელი მაისვი!

წერა გელე ზედელაშვილი